#მოამბე 21 საათზე, 5 მარტი, 2024 #LIVE
- პრეზიდენტის კიდევ ერთი ვეტო მმართველი გუნდის მიერ მიღებულ კანონზე – დაწუნებული ცვლილებები საარჩევნო კოდექსში და ვეტოთი გამოხატული პოლიტიკური პოზიცია; ხელისუფლების ოპონენტები პრეზიდენტის შენიშვნებს სრულად იზიარებენ, მმართველი გუნდი კი გადაწყვეტილებას სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო სტრატეგიად მიიჩნევს
- მელია არჩევნებში მაჭუტაძის პარტიის ნომრით იბრძოლებს და სავარაუდო პარტნიორებად ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ ძველ სახეებს ირჩევს, რასაც მმართველი გუნდი სააკაშვილის პარტიისგან იმიტირებულ დისტანცირებას უწოდებს – ოპოზიციის ნაწილს დამოუკიდებლად ბრძოლის ამბიცია აქვს, ნაწილი კი დიდი ერთობის აუცილებლობაზე საუბრობს, თუმცა გაერთიანება ამ დრომდე ვერ ხერხდება
- უმძიმესი ჰუმანიტარული ვითარება ღაზის სექტორში – სამხედრო ოპერაციებით განადგურებული ინფრასტრუქტურა, საკვების, წყლისა და მედიკამენტების გარეშე დარჩენილი მშვიდობიანი მოქალაქეები და უშედეგოდ მიმდინარე მოლაპარაკებები ცეცხლის შესაწყვეტად
- აბრეშუმის მუზეუმის რეაბილიტაცია – ოთხ მილიონ ლარზე მეტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღსადგენად, მიმდინარე სამუშაოები და უნიკალურ შენობაში დაცული მრავალფეროვანი კოლექცია