#მოამბე 21 საათზე, 5 დეკემბერი, 2023 #LIVE
- პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში – ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა შალვა პაპუაშვილის მონაწილეობით, დღის წესრიგის მთავარი თემები, დაგეგმილი სიტყვით გამოსვლა და მაღალი დონის შეხვედრები ალიანსის შტაბბინაში; „მოამბე“ ბელგიის დედაქალაქიდან
- საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უნგრეთში – მაღალი დონის შეხვედრები კანდიდატის სტატუსზე ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე ერთი კვირით ადრე, ბუდაპეშტის მხარდაჭერის მნიშვნელობა ახალ პოლიტიკურ რეალობაში და თბილისის მოლოდინი
- ჟენევის მოლაპარაკებების 59-ე რაუნდი და ქართული დელეგაციის დღის წესრიგი – თამაზ გინტურის მკვლელობა, გართულებული ჰუმანიტარული ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დარღვეული უსაფრთხოება და ოფიციალური თბილისის მთავარი საკითხები მოლაპარაკებების საერთაშორისო ფორმატში
- „ნაციონალური მოძრაობის“რღვევა და პარტიაში მიმდინარე პროცესების ლოგიკური დასასრული – მიხეილ სააკაშვილის ერთიანობის მანიფესტი დაპირისპირებულ ბანაკებს შორის საბოლოო განხეთქილების მიზეზი გახდა; პარტიას აქტიური წევრები ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ და ბრძოლის ახალი პლატფორმიდან გაგრძელებას აანონსებენ