#მოამბე 21 საათზე, 5 აპრილი, 2024 #LIVE

21:00, 05.04.2024
  • „ქართული ოცნების“ მიერ ხელახლა ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი კვლავ მწვავე კრიტიკის სამიზნე ხდება – შეშფოთებული დასავლეთი ინიციატივის კვლავ უკან გაწვევას ითხოვს, თუმცა მმართველი გუნდი ამჯერად უკან დახევას არ აპირებს; პოლიტიკური ვნებათაღელვა რეზონანსული კანონპროექტის ირგვლივ და მხარეთა პოზიციები
  • ოკუპირებულ ტერიტორიებზე გართულებული ვითარების, განგრძობადი ბორდერიზაციისა და უკანონო გატაცებების ფონზე დაწყებული ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი უშედეგოდ დასრულდა; ქართული დელეგაციის მიერ დევნილთა საკითხის დაყენებისთანავე რუსულმა მხარემ შეხვედრა დატოვა – „მოამბე“ ჟენევიდან
  • პროტესტი დაბა ადიგენში და მოლაპარაკების კიდევ ერთი უშედეგო მცდელობა – მოქალაქე მერაბ მიქელაძის სახლში გახსნილი მუსლიმური სალოცავი კვლავ დავის საგანია; ერთი წლის წინ დაწყებული პროტესტის განახლებას ადგილობრივები წინასაარჩევნო პროვოკაციად აფასებენ; კერძო საკუთრებასთან შეკრებილი მოქალაქეების მოთხოვნა, ადგილზე მობილიზებული პოლიცია და მხარეთა პოზიციები
  • თბილისში ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზი ავტომობილების გამონაბოლქვი და სამშენებლო მტვერია – ყველაზე რთული სურათი დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში, მედიკოსთა რჩევები და ღონისძიებები ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად

მოამბე

მსგავსი