#მოამბე 21 საათზე, 5 აპრილი, 2022 #LIVE
- უკრაინის დაზვერვის ბრალდება, საქართველოს ხელისუფლების პასუხი და დასავლეთის რეაქცია – ოფიციალური თბილისი უმძიმეს ბრალდებას პროვოკაციად აფასებს და კიევისგან შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენას ითხოვს
- საერთაშორისო მედია ბუჩაში, რუსეთის საოკუპაციო ძალებისგან გამოჩენილი სისასტიკე და „მოამბის“ მიერ გადაღებული უმძიმესი კადრები ჩერნიგოვის ოლქის ერთ-ერთი დასახლებიდან
- ორშაბათიდან ექიმებმა წამალი ბრენდის დასახელების გარეშე უნდა გამოწერონ და მხოლოდ გენერიკული დასახელება მიუთითონ – სიახლეები მედიკამენტების რეფორმის ფარგლებში
- 8 აპრილს სიმფონიური მუსიკის კონცერტი გაიმართება – თბილისის სიმფონიური ორკესტრის მხარდაჭერა ქვეყანაში ჩამოსულ უკრაინელ მუსიკოსს; კონცერტის მონაწილეთა შემადგენლობა და რეპერტუარი