#მოამბე 21 საათზე, 4 ოქტომბერი, 2024 #LIVE
- აშშ-ის საელჩოს ელექტრონული შეტყობინება თბილისში მცხოვრებ ამერიკის მოქალაქეებს და გაფრთხილება მოსალოდნელი არეულობის შესახებ – მოახლოებული არჩევნები, მზადება პოსტსაარჩევნო პერიოდისთვის და პროცესში ჩართულ აქტორთა გეგმები
- საქართველო მსოფლიო ბანკის რეიტინგში და მსოფლიოში მესამე ადგილი „ბიზნესისთვის მზაობის“ კუთხით – საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის შეფასების მნიშვნელობა, მოსალოდნელი ბენეფიტები და სპეციალისტთა შეფასებები
- ევროკავშირმა ჩინურ ელექტრომობილებზე ტარიფები გაამკაცრა – საფრანგეთი ჩინეთის და აშშ-ის ტოტალურ ეკონომიკურ დომინირებაზე მიუთითებს, უნგრეთი კი ევროკავშირის პოზიციას ჩინეთთან ეკონომიკურ ცივ ომს უწოდებს; მიღებული გადაწყვეტილების კონტექსტი, მიზანი და სახელმწიფოთა პოზიციები
- მზადება თბილისობის დღესასწაულისთვის – დედაქალაქის მერიის მიერ შერჩეული სამი ლოკაცია განსხვავებული პროგრამებით, დაგეგმილი გრანდიოზული კონცერტი ორდღიანი ღონისძიებების დასასრულს და საპატიო თბილისელების გამოცხადების ცერემონია პირველი არხის პირდაპირ ეთერში