#მოამბე 21 საათზე, 4 ოქტომბერი, 2021 #LIVE
- არჩევნების შედეგები და პოლიტიკური შეფასებები – ქვეყნის 20 ქალაქში მეორე ტური გაიმართება; საკრებულოების მანდატების 66% „ქართულ ოცნებას“ ერგო; პოლიტიკური პარტიები არჩევნების შედეგებს განსხვავებულად აფასებენ
- საქართველო არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება – ოპოზიციური სპექტრი მმართველი გუნდის კანდიდატთა წინააღმდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო ერთიანდება
- რუსთავის ციხესთან შეკრებილი მხარდამჭერები მიხეილ სააკაშვილის გამხნევებას შეძახილებითა და სიმღერებით შეეცადნენ – სააკაშვილის საქმეზე დაკავებულ პირთა წრე ფართოვდება
- ვაქცინაციის დაბალი ტემპის მიუხედავად, სწავლის პროცესი სკოლებსა და აუდიტორიებში დაიწყო – პირბადის ტარება ყველასთვის სავალდებულოა. რეგულაციების დაცვის შემთხვევაში სწავლა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება