#მოამბე 21 საათზე, 4 მარტი, 2024 #LIVE

21:00, 04.03.2024
  • FARA-ს დოკუმენტების მიხედვით დავით კეზერაშვილის მფლობელობაში არსებულმა ტელეკომპანია „ფორმულამ“, რომელიც ფინანსების სიმწირეს დეკლარირებს, ამერიკულ კომპანიას ლობისტური საქმიანობისთვის ნახევარ მილიონ დოლარამდე გადაუხადა – ხელისუფლება ლობიზმს ამოფარებულ რეალურ პოლიტიკურ მიზნებზე საუბრობს
  • სააკაშვილის შეწყალების თხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა – მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ ქვეყნის შინ თუ გარეთ საკითხის გააქტიურება პრეზიდენტის მიერ სააკაშვილის შეწყალებისთვის ნიადაგის შექმნას უკავშირდება; პოლიტიკური სპექტრი ზურაბიშვილის გადაწყვეტილების მოლოდინში და შეფასებები
  • რუსულ მედიაში გავრცელებული სკანდალური აუდიო მასალა და ქვეყნის საგარეო უწყების ოფიციალური დემარში გერმანიის ელჩს – ბერლინი მოსკოვს საინფორმაციო ომში ადანაშაულებს, კრემლი კი აცხადებს, რომ გერმანელ სამხედრო მაღალჩინოსანთა აუდიო ჩანაწერები უკრაინის ომში კოლექტიური დასავლეთის ჩართულობას ადასტურებს და ბუნდესვერი კანცელერის გვერდის ავლით მოქმედების შესაძლებლობას განიხილავს
  • პარლამენტი „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ ხმაურიანი კანონპროექტის განხილვას განაგრძობს – დოკუმენტის დეტალები, მთავარი პრინციპები და ოპოზიციისა და ცხოველთა დამცველების შეკითხვები საკანონმდებლო ინიციატივის ირგვლივ

მოამბე

მსგავსი