#მოამბე 21 საათზე, 4 მაისი, 2023 #LIVE

21:00, 04.05.2023
  • უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა კრიტიკის საგანი ხდება – ქართული ოპოზიციური სპექტრი ოჯახთან, ტრადიციებთან და უმცირესობისგან უმრავლესობის დაცვასთან დაკავშირებით პრემიერის გზავნილებს ანტიდასავლურს უწოდებს, მმართველი გუნდი კი ოპონენტებს ქართულ იდენტობასთან დაპირისპირებაში ადანაშაულებს
  • ე. წ. ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნას „ქართული ოცნება“ კეზერაშვილის ინტერესს უკავშირებს – მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი მტკიცებულებებსა და მოწმეებზე წვდომის მოპოვებას ცდილობს
  • უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაში უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განახორციელა – საბრძოლო მოქმედებები ქვეყნის ტერიტორიაზე, კონტრშეტევის გეგმა და მხარეთა განცხადებები
  • პრემიერა რუსთაველის თეატრში – „მიჯაჭვული პრომეთე“ რობერტ სტურუას რეჟისორობით, ზევსის მიერ კლდეზე მიჯაჭვული პრომეთეს ტრაგიკული ისტორია და იუმორით წარმოდგენილი ბერძნული მითოლოგია რუსთაველის თეატრის სცენაზე

მოამბე

მსგავსი