#მოამბე 21 საათზე, 4 ივნისი, 2021 #LIVE

21:00, 04.06.2021
  • ნინოწმინდის ბავშთა სახლში ახალ შემთხვევებზე გამოძიება დაიწყო – პანსიონი ომბუდსმენის აპარატისთვის კვლავ დახურულია; სოციალურმა სააგენტომ პანსიონიდან ექვსი ბავშვი გაიყვანა, სპეციალისტები აღსაზრდელებთან ინდივიდუალურად მუშაობენ
  • პარლამენტის იურიდიული კომიტეტი ამნისტიის კანონპროექტს მეორე მოსმენით იხილავს – მმართველი გუნდი ოპოზიციის მხარდაჭერის იმედს გამოთქვამს; დოკუმენტის განხილვა და მხარეთა პოზიციები
  • ბელარუსი ჟურნალისტის სკანდალური „აღიარება“ – რომან პროტასევიჩი სახელმწიფო ტელეკომპანიის ეთერში გასულ ინტერვიუში მასობრივი არეულობების ორგანიზების ბრალს აღიარებს, ბელარუს ოპოზიციონერებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ალექსანდრ ლუკაშენკოს პატივს სცემს; ოპოზიცია და ბრალდებულის ოჯახის წევრები ზეწოლასა და წამებაზე საუბრობენ
  • მსოფლიოში აღიარებული შემსრულებლები, ვარსკვლავები და ჯაზის ლეგენდები თბილისში – საქართველო ივლისში საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალი ეროვნული მუზეუმის ღია სივრცეში გაიმართება

მსგავსი