#მოამბე 21 საათზე, 4 ივლისი, 2023 #LIVE
- სააკაშვილის სამკურნალოდ უკრაინაში გადაყვანასთან დაკავშირებით ზელენსკის განცხადებას და საქართველოს ელჩის მიმართ კიევის ულტიმატუმს თბილისი განცხადებებით ეხმაურება; მმართველი გუნდი ზელენსკის გადაწყვეტილებას მიუღებელსა და შეურაცხმყოფელს უწოდებს – მხარეთა პოზიციები
- იუსტიციის მინისტრი სააკაშვილს მოუწოდებს, თვითდაზიანება შეწყვიტოს და ჩანასახშივე განწირული მანიპულაციების ნაცვლად ექიმთა რეკომენდაციები შეასრულოს – რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ მსჯავრდებულის ციხეში გადაყვანა მედიკოსთა რეკომენდაციის საფუძველზე მოხდება
- 12 რეკომენდაციის შესრულების ანგარიში, მედიის წარმომადგენელთა შეკითხვები ირაკლი კობახიძეს და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიცია – მმართველი გუნდი ევროკომისიის საშინაო დავალებას შესრულებულად მიიჩნევს და წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის დამსახურებულად მიღებას ელოდება
- ისრაელის ძალების მასშტაბური სამხედრო ოპერაცია ჯენინში, რომელიც ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ქალაქში ტერორისტული ბუდეების აღმოსაფხვრელად ტარდება – ადგილობრივთა საპასუხო ცეცხლი, მსხვერპლი და საერთაშორისო გამოხმაურებები