#მოამბე 21 საათზე, 4 აპრილი, 2024 #LIVE
- პოლიტიკურ დღის წესრიგში დაბრუნებული რეზონანსული კანონპროექტი უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ და დაპირისპირების ახალი ტალღა – ინიციატივის მოწინააღმდეგე ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი სავარაუდოდ, კვლავ გასული წლის სცენარის განმეორებისთვის ემზადება მმართველი გუნდი ოპონენტებს უცხოურ გავლენებზე ევროპულ ქვეყნებში მოქმედ, თუ ინიცირებულ ბევრად მკაცრ კანონპროექტებს ახსენებს
- ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ კანონპროექტზე საყოველთაო სახალხო განხილვები იწყება – პარლამენტის თავმჯდომარე პარტიებს კომისიის წევრების დასახელებისკენ მოუწოდებს; ხელისუფლების ოპონენტთა ნაწილი პროცესში მონაწილეობას არ აპირებს, ნაწილი კი მკაფიო პოზიციას ამ დრომდე არ ასახელებს
- ერთი დღე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების მე-60 რაუნდამდე – ქართული დელეგაციის დღის წესრიგი, განსახილველი საკითხები და მზადება მორიგი რთული დისკუსიისთვის
- NATO-ს დაარსებიდან 75 წლისთავზე ბრიუსელში შეკრებილმა ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინის გრძელვადიანი დახმარების გეგმაზე იმსჯელეს – სტოლტენბერგის შეთავაზება 100-მილიარდიანი ფონდის შექმნასთან დაკავშირებით, ალიანსის სათადარიგო გეგმა აშშ-ში ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში და არაერთგვაროვანი პოზიციები