#მოამბე 21 საათზე, 4 აპრილი, 2023 #LIVE
- სისხლის სამართლის დანაშაულისთვის ბრალდებული პირველი ექსპრეზიდენტი აშშ-ის ისტორიაში – დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი ტელეკამერების გარეშე და მხარდამჭერთა აქცია ნიუ-იორკში
- ფინეთი NATO-ს 31-ე წევრი გახდა – კრემლი საპასუხო ზომების მიღებით იმუქრება; ფინეთის არჩევანი, NATO-ს წევრი ქვეყნების პოლიტიკური გადაწყვეტილება და ყველაზე სწრაფი ინტეგრაცია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ისტორიაში
- თბილისი კანდიდატის სტატუსის მოლოდინში და პაველ ჰერჩინსკის გზავნილები – ევროკავშირი საქართველოსგან ყველა პოლიტიკური ძალისგან მიღწეულ პროგრესს ელის; გამოწვევები რეკომენდაციების შესრულების პროცესში, ელჩის განცხადება და შეფასებები
- „ვთამაშობთ კაბუკის“ პრემიერა სოხუმის თეატრში – „ჯეოლაბისა“ და სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის ერთობლივი პროექტი და იაპონური კულტურის ყველაზე ფერადი და სანახაობრივი დადგმა ქართულ სცენაზე