#მოამბე 21 საათზე, 31 ოქტომბერი, 2023 #LIVE

21:00, 31.10.2023
  • ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მოლოდინში და სპეკულაციები საკითხის ირგვლივ – ცხარე კამათი პარლამენტში და სიტყვიერი დაპირისპირება დეპუტატებს შორის; მმართველი გუნდი ოპოზიციის ნაწილს ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებს, ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ხელისუფლება რეკომენდაციებს არ ასრულებს
  • „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ მესამე მოსმენით მიღებული ცვლილებები პოლიტიკური ურთიერთბრალდებების საგანია – მმართველი გუნდი ოპონენტთა კრიტიკას მორიგ სპეკულაციად აფასებს, ევროკავშირის ელჩი კი აცხადებს, რომ კანონი ყველა იმ სტანდარტს აკმაყოფილებს, რომელსაც ევროპული აუდიო-ვიზუალური დირექტივა აწესებს
  • ისრაელი ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციას აფართოებს – საბრძოლო მოქმედებები ღაზაში, „ჰამასის“ ტყვეობიდან გათავისუფლებული ქალი სამხედრო, ჰუმანიტარული კრიზისი კონფლიქტის ზონაში და დასავლეთის მოწოდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ
  • საქართველო თენგიზ არჩვაძეს ემშვიდობება – ლეგენდარული მსახიობის ცხოვრება და შემოქმედებითი მემკვიდრეობა; ნახევარ საუკუნეზე მეტი გადასაღებ მოედანზე და უკვდავი როლები, რითაც მსახიობმა ქართული თეატრისა და კინოს ეპოქა შექმნა

მოამბე

მსგავსი