#მოამბე 21 საათზე, 31 მაისი, 2024 #LIVE

21:00, 31.05.2024
  • გურამ მაჭარაშვილი გამჭვირვალობის შესახებ კანონის მხარდამჭერების, ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ ბულინგისა და მუქარის გამო ცალკეული პირების ჯაშუშობის მუხლით გასამართლებას ითხოვს – მმართველი გუნდი გახშირებული ფაქტების მიღმა უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების კვალს ხედავს და უცხოელ პარტნიორებს რეაგირებისკენ მოუწოდებს; ოპოზიციის ნაწილი „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიმართ ტყვიით სიცოცხლის მოსპობით მუქარას და ბულინგს აზრის გამოხატვის თავისუფლებას უწოდებს
  • ეუთო/ოდირი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ქართულ კანონს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამოს უწოდებს და საქართველოს ხელისუფლებას მისი გაუქმებისკენ მოუწოდებს – ოპოზიცია დასავლეთის მორიგ უარყოფით გზავნილს მიესალმება, „ქართული ოცნება“ კი დასკვნაში სამართლებრივი არგუმენტების ნაკლებობაზე მიუთითებს, ორგანიზაციის ექსპერტებს შორის სტრასბურგის სასამართლოში სააკაშვილის ადვოკატის ყოფნაზე საუბრობს და დასკვნას არ ენდობა
  • პოლიციელები პროფესიულ დღეს აღნიშნავენ – ღონისძიება შს სამინისტროსთან და სხვადასხვა დანაყოფის საზეიმო მსვლელობა; სიტყვით გამოსვლები, მადლობა ხელისუფლების პირველი პირებისგან და დაჯილდოების ცერემონია
  • ისტორიული პროცესი მანჰეტენის სასამართლოში – დონალდ ტრამპი აშშ-ის პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელიც სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავედ.ცნეს – ბრალდებული ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტს „სირცხვილს“ უწოდებს და მის წინააღმდეგ სამართლებრივ დევნას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს; გამოტანილი ვერდიქტის შესაძლო გავლენა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე და პოზიციები

მსგავსი