#მოამბე 21 საათზე, 31 მაისი, 2021 #LIVE

21:00, 31.05.2021

• შვიდთვიანი ბოიკოტის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის – ოპოზიციის მთავარი მოთამაშის გადაწყვეტილებას მმართველი გუნდი და ყოფილი პარტნიორები მწვავე განცხადებებით პასუხობენ; პარლამენტს გარეთ მარტო დარჩენილი პარტიის არათანმიმდევრული ნაბიჯები და ბოიკოტის ანატომია

• გიორგი გახარიას პირველი შეხვედრა მედიასთან, აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ – აქტუალური კითხვები ქვეყნის ყოფილ პრემიერთან და პოლიტიკაში საკუთარი გუნდით დაბრუნებული გახარიას შანსები

• საქართველო მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად ევროკომისიას ვაქცინების მისაღებად მხარდაჭერას სთხოვს – ქვეყანა მარაგების შევსების ალტერნატიულ გზებს მიმართავს და ვაქცინის ახალ დოზებს სხვადასხვა მწარმოებლისგან ელის

• ისრაელში ოპოზიცია ერთიანი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდა – ქვეყნის ახალი პრემიერი შესაძლოა ნაფტალი ბენეტი გახდეს; ულტრამემარჯვენე და ცენტრისტული პარტიების კოალიციას ბენიამინ ნეთანიაჰუ ქვეყნისთვის ეროვნულ საფრთხედ მიიჩნევს

მსგავსი