#მოამბე 21 საათზე, 31 იანვარი, 2024 #LIVE
- გადაადგილებები და დაანონსებული ცვლილებები მმართველ პარტიაში – ახალი პრემიერისა და პარტიის ახალი თავმჯდომარის წარდგენა, მოსალოდნელი ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში და სავარაუდო კანდიდატები
- პარლამენტის თავმჯდომარე „ლელოს“ ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესის ბოიკოტირების გამო სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებს და ევროკავშირისგან რეაგირებას ითხოვს, რათა ქვეყნის მიმართ საბოტაჟი არ წახალისდეს – „ლელოს“ ტაქტიკა და პოლიტიკური სპექტრის შეფასებები
- „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი სახეებისგან ახალი გაერთიანების შექმნის მცდელობა, მოკავშირეების ძიება და დაპირისპირება ოპოზიციაში – „ქართული ოცნება“ ოპონენტებს სტრატეგიას უწუნებს და მთავარი ოპოზიციური პარტიიდან დეკლარირებულად გამიჯნული ფიგურანტების ტაქტიკას „ტელესერიალს“ უწოდებს
- პროტესტის ტალღა ევროპაში, ფერმერების მიერ ტრაქტორებით გადაკეტილი მაგისტრალები საფრანგეთსა და ბელგიაში და აქციის მონაწილეთა მოთხოვნები; საპროტესტო აქციების ფონზე ევროკომისიამ მიწის შესახებ ახალი რეგულაციის მიღება გადადო – თემის დეტალები „მოამბეში“