#მოამბე 21 საათზე, 31 იანვარი, 2023 #LIVE

21:00, 31.01.2023
  • ავსტრიის კანცლერის გზავნილები და პოლიტიკური შეფასებები – დასავლელი ლიდერის პოზიციას, რომ საქართველო ევროკავშირის ყველა ფინანსურ სანქციაზეა მიერთებული, მმართველი გუნდი ოპოზიციისთვის „სილის გაწვნად“ აფასებს
  • ოპოზიციის მორიგი გაერთიანების მცდელობა – მამუკა ხაზარაძის ახალი ინიციატივა ხელისუფლების შესაცვლელად და უცვლელი ვითარება ოპოზიციურ სპექტრში
  • „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს – ძალთა გადანაწილება პარტიაში, თამარ ჩერგოლეიშვილის სკანდალური განცხადება და კომპრომატებით ომის სერია
  • ემანუელ მაკრონის საპენსიო რეფორმა საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო აქციების მიზეზი ხდება – მთავრობის გეგმით უკმაყოფილო მოქალაქეები, პარალიზებული ტრანსპორტი, სკოლები და ქვეყნის ენერგოსისტემა
  • წიგნის ხმამაღლა კითხვის საერთაშორისო დღე – დაგეგმილი ღონისძიებები თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების სხვადასხვა სივრცეში და ქართველი მწერლების შეხვედრა აუდიტორიასთან

მოამბე

მსგავსი