#მოამბე 21 საათზე, 30 სექტემბერი, 2021 #LIVE

21:00, 30.09.2021
  • თავდაცვის სამინისტრო დავით კეზერაშვილს 5 მილიონზე მეტი ევროს უკანონოდ მითვისებას ედავება – კეზერაშვილი და ტელეკომპანია „ფორმულას“ მენეჯმენტი ტელევიზიის დახურვის საფრთხეებზე საუბრობენ, რასაც სამინისტრო და საქალაქო სასამართლო უარყოფენ
  • სააკაშვილის დაანონსებული დაბრუნება და პოლიტიკური შეფასებები – თაკო ჩარკვიანი ექსპრეზიდენტთან შესახვედრად ემზადება და მისთვის უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს; ქვეყნის პარტნიორები დაანონსებული დაბრუნების გეგმას არ მიესალმებიან
  • პრემიერის შეხვედრა NDI-სადა IRI-ის წარმომადგენლებთან და საერთაშორისო დამკვირვებელთა გზავნილები – ევროპარლამენტი პოლიტიკური ძალებისგან ეუთო/ოდირის შეფასების პატივისცემას ელის
  • საქართველო მოსალოდნელ მეხუთე ტალღას ვაქცინაციის უკიდურესად დაბალი ტემპითა და პირბადის ტარების საგანგაშო მაჩვენებლით ხვდება – სპეციალისტთა ნაწილი გარკვეულ ჯგუფებში სავალდებულო ვაქცინაციის დაწესებას ითხოვს

მოამბე

მსგავსი