#მოამბე 21 საათზე, 30 ოქტომბერი, 2024 #LIVE
- პროკურატურა სალომე ზურაბიშვილს იბარებს და გამოკითხვის ფარგლებში არჩევნების გაყალბებაზე გაკეთებული განცხადებების მტკიცებულებებს სთხოვს; პრეზიდენტი აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობას არ აპირებს, რასაც მმართველი გუნდი მტკიცებულებების არარსებობას უკავშირებს – ცესკო-ს მიმართვის საფუძველზე მიმდინარე გამოძიება, აქტორები და შეფასებები
- არააქტიური პროტესტით უკმაყოფილო მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ ინტერესის ჩაქრობის საფრთხეს ხედავს და თანამებრძოლებს ქუჩის მოძრაობის სადავეების ხელში აღებისკენ მოუწოდებს, ოპოზიცია კი მესამე სექტორთან ერთად არჩევნების გაყალბების ახალ-ახალ სქემებზე საუბარს კვლავ მტკიცებულებების გარეშე განაგრძობს – პარლამენტის ბოიკოტირების ანატომია, ხელისუფლების ოპონენტთა რესურსები, მოლოდინები და გეგმები
- ბიულეტენების დაწვა ორეგონისა და ვაშინგტონის შტატებში – მოახლოებული არჩევნები აშშ-ში, უკიდურესად პოლარიზებული გარემო და შეურაცხმყოფელი რიტორიკა პოლიტიკურ ოპონენტებს შორის; ტრამპის განცხადებები არჩევნების გაყალბების მცდელობაზე, კანდიდატთა საარჩევნო კამპანია და შანსები
- „ხობი 2 ჰესის“ გახსნა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში – ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სადგური საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, მთავრობის ენერგოპოლიტიკა და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის პოტენციალი