#მოამბე 21 საათზე, 30 ოქტომბერი, 2023 #LIVE
- სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ CBS NEWS-ს – პრეზიდენტის გზავნილები ოპოზიციის ნარატივში და პოლიტიკური შეფასებები – მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელ მოქმედებაში ადანაშაულებს
- რუსთავის მერია ქალაქის ოპოზიციურ საკრებულოს 100-მილიონიანი პროექტის შეგნებულად შეფერხებაში ადანაშაულებს და ოპონენტთა ქმედებებს სასამართლოში ასაჩივრებს – ოპოზიცია მიზეზად პროექტის ხარვეზებს ასახელებს, რასაც დოკუმენტებში არ ასახავს; კოალიციური მმართველობა ქართულად და პოლიტიკურ ბრძოლას შეწირული ქალაქის ინტერესები
- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა საპარლამენტო კომიტეტზე დეპუტატთა შეკითხვებს უპასუხა – ირაკლი ქარსელაძე რიკოთის პროექტს მნიშვნელობითა და სირთულით, უპრეცედენტოს უწოდებს და აცხადებს, რომ გზის მშენებლობის ვადების დარღვევაზე საუბარი უსაფუძვლოა, მგზავრობა კი სრულიად უსაფრთხო
- ისრაელის არმიის ტანკები ღაზას სექტორში, ორმხრივი საბრძოლო მოქმედებები და მაჰაჩყალის აეროპორტში შეჭრილი პალესტინის მხარდამჭერები – თელ-ავივი ღაზაში სახმელეთო მოქმედებების ეტაპობრივ გაფართოებაზე საუბრობს, კრემლი კი მაჰაჩყალის მოვლენებს გარე ჩარევას უკავშირებს