#მოამბე 21 საათზე, 30 ოქტომბერი, 2020 #LIVE
- რამდენიმე საათი საპარლამენტო არჩევნებამდე და პრემიერ-მინისტრის გზავნილი საზოგადოებას – გიორგი გახარია აცხადებს, რომ ხვალინდელი არჩევნები გადამწყვეტია; ხელისუფლება არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების პირობას დებს; პროვოკაციებისა და კანონდარღვევის შემთხვევაში სახელმწიფოს რეაქცია უმკაცრესი იქნება; საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს არჩევანის მოლოდინშია;
- „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შეიარაღებულ ჯგუფებს ქმნის და არჩევნების დღეს არეულობის მოწყობისთვის ემზადება; დასახელდა რევოლუციური სცენარის მთავარი ფიგურანტებიც, რომლებიც ბრალდებას უარყოფენ; მმართველი გუნდის ლიდერთა განცხადებები და პოლიტიკური შეფასებები;
- საქართველოში „კოვიდ-19“-სგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება – ბოლო დღე-ღამეში ვირუსი 2 906-მა პაციენტმა დაამარცხა; დაინფიცირდა 1 696 და გარდაიცვალა 12 ადამიანი; ინფექციის გავრცელების მთავარ კერებად რჩება თბილისი, ქუთაისი და ბათუმი; ამოქმედდა „ცენტრალური ონლაინ-კლინიკა“, რომელიც დღეიდან ინფიცირებულთა მეთვალყურეობის მონიტორინგს დისტანციურად განახორციელებს და პაციენტის დამძიმების შემთხვევაში სათანადო რეაგირებას უზრუნველყოფს;
- უკრაინის მთავრობა ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ბოიკოტს უცხადებს – პრემიერ-მინისტრის სპეციალური განკარგულებით სახელმწიფო ორგანოებს ვალდებულება მიეცათ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეასრულონ, პრეზიდენტი ზელენსკი კი ქვეყნის მთავარი სასამართლოს წევრებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის ინიციატივით გამოდის; მოსამართლეთა გადაწყვეტილებას მოქალაქეებიც აპროტესტებენ