#მოამბე 21 საათზე, 30 ნოემბერი, 2023 #LIVE

21:00, 30.11.2023
  • ეუთო-ს მინისტერიალი ჩრდილოეთ მაკედონიაში; მინისტერიალის დღის წესრიგი, აქცენტები საქართველოს შესახებ და ილია დარჩიაშვილის გზავნილები საერთაშორისო საზოგადოებას; ხუთი სახელმწიფოს ბოიკოტი სერგეი ლავროვის მონაწილეობის გამო, ევროპის ქვეყნების პირველ დიპლომატთა მწვავე გზავნილები რუს კოლეგას და ლავროვის მკაცრი ტონი ეუთო-ს მისამართით – „მოამბე“ სკოპიედან
  • თბილისი რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმაზე ევროკომისიისგან პასუხს ელოდება – მმართველი გუნდი ოპოზიციას თანამშრომლობისკენ მოუწოდებს, თუმცა ოპონენტთა ნაწილი პროცესს გეგმის გასაჯაროებამდე ემიჯნება, ნაწილი კი ხელისუფლებასთან ერთობლივ მუშაობას გეგმავს
  • საქართველო აზიის მინისტერიალს მასპინძლობს – მაღალი რანგის სტუმრები თბილისში და ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილები კარეკის წევრ ქვეყნებს; საქართველოს როლი ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში, მასშტაბური პროექტები და რეგიონულ ცენტრად ჩამოყალიბების პერსპექტივა
  • დროებითი ზავის მეშვიდე დღე და შეთანხმების გახანგრძლივებაზე შუამავალთა მონაწილეობით მიმდინარე მოლაპარაკებები ისრაელ-„ჰამასს“ შორის – თელ-ავივი მძევლების გათავისუფლების შემდეგ ოპერაციის განახლებას გეგმავს; „ჰამასის“ წევრების მიერ ისრაელის ტერიტორიაზე განხორციელებულმა თავდასხმებმა შესაძლოა, ისედაც მყიფე ზავი ჩაშალოს

მოამბე

მსგავსი