#მოამბე 21 საათზე, 30 ნოემბერი, 2020 #LIVE

21:00, 30.11.2020

• 3216 ახალი შემთხვევა და ყველაზე მწვავე ვითარება დედაქალაქში – ეპიდემიოლოგთა პროგნოზით მკაცრი შეზღუდვების შედეგი ორ კვირაში გამოვლინდება; ქვეყანა რესურსების მობილიზებას განაგრძობს – იცვლება საწოლფონდის გამოყენების სტრატეგია; საქართველომ თურქეთისგან სამედიცინო ჟანგბადის მწარმოებელი ათი ახალი დანადგარი შეიძინა;

• ოპოზიცია ბოიკოტს განაგრძობს და პარლამენტის პირველ სამუშაო დღეს რიყის აღმართზე ხვდება – „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ გეგმებში ცვლილებების შეტანას არ აპირებს; „გირჩი“ და პარტია „მოქალაქეები“ პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ მართლმსაჯულების რეფორმას ითხოვს, მმართველი პარტია კი ოპოზიციასთან ამ საკითხით ვაჭრობას არ აპირებს; მოლაპარაკებების მესამე რაუნდი და ოპოზიციის გეგმები;

• დავით გარეჯის საქმე და სასამართლოს გადაწყვეტილება – მოსამართლემ სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის ყოფილი წევრები პატიმრობაში დატოვა; გადაწყვეტილების მიზეზად მტკიცებულებების განადგურების საფრთხე სახელდება; ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ; საქმის პროკურორებს ბრალდებულთა მხარდამჭერები საპროტესტო აქციით შეხვდნენ;

• ქუჩის მუსიკოსების ფესტივალი პირველ არხზე და ადამიანთა ისტორიები, რომლებიც მუსიკამ გააერთიანა; პირველი არხის პლატფორმაზე გაერთიანებული ქუჩის მუსიკოსები ფესტივალის მოლოდინში, რომელიც თბილისის შემდეგ მთელ საქართველოს მოიცავს

მსგავსი