#მოამბე 21 საათზე, 30 მარტი, 2023 #LIVE
- სპეცოპერაციები ფონიჭალასა და ქვეყნის მასშტაბით – ბრძოლა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ, დიდი რაოდენობით ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები და დაკავებული ათზე მეტი ნარკორეალიზატორი; შსს დაკავებულთა რაოდენობის გაორმაგებას აანონსებს; სპეცოპერაციის დეტალები „მოამბეში“
- ოპოზიციის ნაწილი, რომელიც 9 აპრილის აქციას არაპარტიულს უწოდებს და პროტესტს ევროპულ პერსპექტივას უკავშირებს, საზოგადოებას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს, ნაწილისთვის კი აქციის მოთხოვნები და მიზანი ბუნდოვანია – ორგანიზატორთა გეგმები და პოლიტიკური სპექტრის შეფასებები
- ერევანი ბაქოს მთიან ყარაბაღში მორიგ ინტერვენციაში ადანაშაულებს – ფაშინიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანი საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს და შიდა სატრანსპორტო გადაადგილების ბლოკირებას ახდენს; ვითარება ლაჩინის დერეფანში და მხარეთა პოზიციები
- რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური და პოპულარული მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air – ქართველი და უცხოელი შემსრულებლები სპეციალურად მოწყობილ ოთხ სცენაზე, მრავალფეროვანი რეპერტუარი და ორგანიზატორთა მოლოდინი