#მოამბე 21 საათზე, 30 მაისი, 2024 #LIVE
- ოპოზიციის ნაწილი ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინეთის მონაწილეობას რეგიონიდან დასავლური ინტერესის განდევნის სურვილით ხსნის და სტრატეგიულ-გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მქონე პორტის ჩინური ინვესტიციებით მშენებლობას ეწინააღმდეგება – ბიზნესიდან პოლიტიკაში გადანაცვლებული მამუკა ხაზარაძე, რომელიც პორტის მშენებლობისთვის რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ მსხვილ ჩინურ კომპანიასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საზეიმო ვითარებაში აფორმებდა, ტენდერში ჩინური კომპანიის გამარჯვებას რუსულ ინტერესს უკავშირებს; ხელისუფლება ოპონენტებს მასშტაბური პროექტის ჩასაშლელად მიზანმიმართულ კამპანიაში ადანაშაულებს
- საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ ჩინეთში პირველი ავიარეისი სრულდება – უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანაში, გადაწყვეტილების მნიშვნელობა და მოლოდინები; დეტალები თბილისის აეროპორტიდან
- გამჭვირვალობის შესახებ კანონის ამოქმედებამდე ფონდი „ფეა თრიზი“, რომლის ვებ-გვერდიდან ბორდის თავმჯდომარის, ბადრი ჯაფარიძის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მედიის დაინტერესების შემდეგ გაქრა, საქართველოში საქველმოქმედო პროექტების შეწყვეტის შესახებ აცხადებს – ხელისუფლების ოპონენტები სოციალური პროექტების დაფინანსების შეწყვეტას სხვა უცხოური ფონდებიდანაც ელოდებიან; მმართველი გუნდი ფონდის პოზიციას წინასწარ დაწერილი გეგმის ნაწილს უწოდებს და არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ოპოზიციას შორის გარიგებებზე საუბრობს, რის შედეგადაც ოპოზიცია ფარულ დაფინანსებას იღებს
- თბილისის ორ დიდ რაიონს, ბაგებსა და საბურთალოს დღეიდან სამანქანო ხიდი აკავშირებს – ოთხზოლიანი, თანამედროვე სტანდარტების საავტომობილო ხიდის გახსნა, რომელიც მთლიანად ქართველმა ინჟინრებმა დააპროექტეს და პროექტის ფარგლებში მოწყობილი ინფრასტრუქტურა