#მოამბე 21 საათზე, 30 ივლისი, 2021 #LIVE
• ოპოზიციის დიდი ნაწილი პარლამენტში რჩება – რამდენიმე პარტია საერთაშორისო საზოგადოებას ხელისუფლებაზე ზეწოლის გაძლიერებას სთხოვს, თუმცა საერთო სტრატეგიაზე ვერ თანხმდება; პრემიერ-მინისტრი შეთანხმების მიღწევისთვის პრეზიდენტ შარლ მიშელს მადლობას უხდის და რეფორმების ბოლომდე მიყვანის პირობას დებს
• განათლების 10-წლიანი სამოქმედო გეგმა – სისტემის პრიორიტეტები და სიახლეები განათლებისა და მეცნიერების განვითარების მიმართულებით
• ქვეყნის ეპიდ-ვითარება დღითი დღე მწვავდება – შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი მესამე ტალღის პიკს აჭარბებს; შექმნილი ვითარებიდან გამოსავლად კვლავ მასობრივი ვაქცინაცია და რეკომენდაციების შესრულება სახელდება; ქვეყანა ვაქცინის მარაგებს ავსებს
• თურქეთის სამხრეთ რეგიონში ტყის მასშტაბური ხანძარი გრძელდება – ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება; პრეზიდენტი ერდოღანი საბოტაჟის ვერსიაზეც საუბრობს