#მოამბე 21 საათზე, 30 ივლისი, 2020 #LIVE

21:00, 30.07.2020

• საოკუპაციო რეჟიმის მიერ პროტესტის ნიშნად შეწყვეტილი შეხვედრების ფორმატი დღეს პირველად განახლდა; თბილისის დელეგაციამ არაღიარებული რეჟიმის წარმომადგენლისგან უკანონოდ დაკავებული სამი მოქალაქის სასწრაფოდ გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა, თითქმის შვიდ საათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა – მხარეთა მოთხოვნები და პოლიტიკური შეფასებები

• სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები და მთავრობის მეთაური რაჭაში; წინასწარი მონაცემებით, ზარალი 50 მილიონ ლარს აღწევს. შესაძლოა, რამდენიმე სოფლიდან ადგილობრივთა ნაწილის გასახლება დაიწყოს – აღდგენითი სამუშაოები და ვითარება რაჭის სოფლებში

• თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება – ოთხი წელი გიორგი რურუას; მსჯავრდებულის ადვოკატები განაჩენს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ, ბრალდების მხარე კი აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყებამ ბრალდება უტყუარი მტკიცებულებებით დაადასტურა; სასამართლო პროცესი აქციის ფონზე და პოლიტიკური შეფასებები

• მთავრობა ინფიცირებულთა რიცხვის ზრდას ელოდება და ჯანდაცვის სისტემას ყველაზე რთული სცენარისთვისაც ამზადებს; სწავლის დაწყება ქვეყნის ეპიდ-ვითარებაზე იქნება დამოკიდებული – ინფექციის გავრცელების მასშტაბი და სპეციალისტთა შეფასებები

მსგავსი