#მოამბე 21 საათზე, 30 იანვარი, 2024 #LIVE
- ქვეყანა სამთავრობო ცვლილებების მოლოდინში – გადაადგილებები, მოსალოდნელი საკადრო ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში, სავარაუდო კანდიდატები და პოლიტიკური შეფასებები
- ახალი ევრორეკომენდაციების შესრულება, ხმაურით დაწყებული სამუშაო პროცესი და პოლიტიკურ ძალთა სტრატეგია – „ლელოს“ ბოიკოტს მმართველი გუნდი დესტრუქციად აფასებს, ოპოზიციის ნაწილი კი სამუშაო პროცესში ერთვება და მამუკა ხაზარაძის პარტიის ნაბიჯს რადიკალიზმს და ფარისევლობას უწოდებს
- „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი სახეების ახალი გეგმები არჩევნებამდე ცხრა თვით ადრე, კონსულტაციები ახალი პოლიტიკური ცენტრის შესაქმნელად და სკეპტიციზმი პოლიტიკურ წრეებში – სააკაშვილისგან დისტანცირების შესახებ ნიკა გვარამიას დეკლარირებულ განაცხადს მმართველი გუნდი საზოგადოების მოტყუებად განიხილავს
- წიგნის, „ბერძნები საქართველოში“ პრეზენტაცია – მე-19-მე-20 საუკუნეებში საქართველოში ლტოლვილი ეთნიკური ბერძნების ცხოვრება და ეროვნულ არქივში დაცული უნიკალური მასალები, რომელსაც გამოცემა აერთიანებს