#მოამბე 21 საათზე, 30 იანვარი, 2023 #LIVE
- საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ავსტრიის კანცლერი ქვეყნის სწორ პოლიტიკურ ნაბიჯებს აფასებს – ისტორიული ვიზიტი, ორი ქვეყნის მეთაურთა ერთობლივი განცხადებები და კანცლერ ნეჰამერის ღია მხარდაჭერა საქართველოს
- „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა – ლიდერთა ნაწილი არაფორმალური მმართველობის გამარჯვებაზე საუბრობს; ნიკა მელიას გუნდი თანამდებობებს ტოვებს
- თურქეთის პრეზიდენტის გზავნილი და ულტიმატუმი შვედეთს – რეჯეფ ტაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თუ ჰელსინკი სტოკჰოლმის მსგავს შეცდომებს არ დაუშვებს, ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მხოლოდ ფინეთის განაცხადს განიხილავს და სტოკჰოლმი ჰელსინკის მიმართ ანკარას შეტყობინებით შოკირებული იქნება
- გამოფენა „ქართული პორტრეტი“ – სამი საუკუნის ქართველ მხატვართა ნამუშევრები და ხელოვნების სასახლის საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი ექსპოზიციის კონცეფცია