#მოამბე 21 საათზე, 30 აპრილი, 2021 #LIVE
• რუსთავის „აზოტის“ ქარხანა კვლავ პარალიზებულია – მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პერსონალი სამედიცინო ჟანგბადის მწარმოებელი საამქროს გაჩერებითაც იმუქრება; მედიაციის პროცესში ხელისუფლება ერთვება
• ვირუსის გავრცელების შემცირების მიზნით აღდგომის დღეებში დამატებითი რეგულაციები იმოქმედებს – ორიდან ოთხი მაისის ჩათვლით სასაფლაოებზე გასვლა იკრძალება; ქვეყნის ეპიდ-სურათი და საგანგებო შეზღუდვები
• აშშ-ის საელჩო სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებული ცვლილებების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს – კრიტიკის საფუძვლად დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის ნაკლებობა სახელდება; ოპოზიცია ალტერნატიული გეგმის ამოქმედებას აანონსებს
• დაპირისპირება ტაჯიკეთის და ყირგიზეთის საზღვართან, 30-ზე მეტი დაღუპული და 150-ზე მეტი დაშავებული – კონფლიქტში მძიმე სამხედრო ტექნიკა ერთვება, მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე თანხმდებიან