#მოამბე 21 საათზე, 3 სექტემბერი, 2020 #LIVE

21:00, 03.09.2020

🔴 უკანონო შეღწევა ჯანდაცვის სამინისტროსა და ლუგარის ლაბორატორიის კომპიუტერულ სისტემაში – საქართველო მასშტაბური კიბერთავდასხმის სამიზნე კიდევ ერთხელ ხდება;
🔴 სკრიპალები და ახლა უკვე ალექსეი ნავალნი – ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გახმაურებული საქმის გამო, რუსეთს, შესაძლოა, სანქციები დაუწესონ;
🔴 მდინარე არაგვში გადაგდებამდე, გიორგი შაქარაშვილი ან უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა, ან მოძრაობის უნარი შეზღუდული ჰქონდა – ამ დასკვნამდე მივიდნენ სამედიცინო ექსპერტები;
🔴 ბათუმში საგანგებო ზომები ტარდება – კორონავირუსის დღევანდელი 20 შემთხვევიდან ექვსი ისევ აჭარას უკავშირდება;
🔴 პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალებული ბიზნესი დამატებითი შეღავათით ისარგებლებს;
🔴 საქართველოს პირველი არხის პროექტის მონაწილეები დაჯილდოვდნენ – „ჩვენი ქართული ენის“ ფარგლებში, ონლაინოლიმპიადა ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ჩატარდა.

მოამბე

მსგავსი