#მოამბე 21 საათზე, 3 ნოემბერი, 2023 #LIVE
- 2024 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი იზრდება – ახალი სოციალური პროგრამები პენსიონერებისა და სპორტული საზოგადოებისთვის; გაზრდილი ხელფასები საჯარო მოხელეებს, დამატებით ასეულობით მილიონი ლარი ძალოვან უწყებებს, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი რესურსები და სხვა; პრემიერის გზავნილები მთავრობის სხდომაზე
- კანდიდატის სტატუსის მიღების შანსის ზრდის პარალელურად, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში რიტორიკა იცვლება – ხელისუფლება ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრობს, ოპოზიცია კი მოსალოდნელი გადაწყვეტილების სხვა მიზეზების ძიებაშია; საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაგვიანებული წერილები დასავლეთს
- ომი ახლო აღმოსავლეთში და მეორე ფრონტის გახსნის საფრთხე – „ჰეზბოლა“ უპილოტო საფრენი აპარატებით ისრაელის არმიის პოზიციებზე დარტყმის შესახებ, თელ-ავივი კი „წარმოუდგენელი“ მასშტაბის საპასუხო ნაბიჯებზე საუბრობს; ისრაელში ვიზიტად მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ქვეყნის პირველ პირებთან შეხვედრებს მართავს, ჰეზბოლას“ ლიდერი კი ისრაელ-ღაზის ომზე დუმილს არღვევს და მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავს
- ლილი გეგელიას 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო მარჯანიშვილის თეატრში – 50-იანი წლების გამორჩეული ხმა, ხელოვანის შემოქმედებითი გზა და სხვადასხვა თაობის მომღერალთა მიერ აჟღერებული კომპოზიციები