#მოამბე 21 საათზე, 3 ნოემბერი, 2020 #LIVE

21:00, 03.11.2020
  • ავსტრიის დედაქალაქი ტერორისტების მორიგი სამიზნე გახდა – თავდასხმის შედეგად დაიღუპა ოთხი და დაშავდა 17 ადამიანი; „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერი, 20 წლის ტერორისტი ლიკვიდირებულია, დაკავებულია 14 პირი; ქვეყანა დაღუპულებს გლოვობს;
  • აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები და ამერიკელი ხალხის არჩევანი – ქვეყანა დღეს ახალ პრეზიდენტს ირჩევს – სოციოლოგიურ გამოკითხვებში ჯო ბაიდენი ლიდერობს, თუმცა წინასწარი მონაცემები ხვალისთვის გახდება ცნობილი; საბოლოო შედეგს გადაუწყვეტელი შტატები და ამომრჩეველთა კოლეგია განსაზღვრავს;
  • ოპოზიცია არჩევნების შედეგების ბოიკოტს ახლა უკვე ხელმოწერებით ადასტურებს – „პატრიოტთა ალიანსი“ ოპოზიციას არ უერთდება და ბოიკოტირებას საკუთარი გეგმით განაგრძობს; მმართველი გუნდი ოპოზიციას საერთაშორისო საზოგადოების შეფასებების გათვალისწინებას ურჩევს და აცხადებს, რომ დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიები „ნაციონალური მოძრაობის“ ტყვეობაში არიან;
  • ხვალიდან პირბადის ტარება ღია სივრცეებშიც სავალდებულო ხდება – კანონდამრღვევი 20 ლარით დაჯარიმდება; ქვეყანაში ეპიდვითარება უკიდურესად მწვავდება; ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ფიქსირდება 1 943 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა ოცი ადამიანი; მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო წესდება ახალი შეზღუდვები.

მსგავსი