#მოამბე 21 საათზე, 3 მაისი, 2024 #LIVE
- აშშ-ში დათქმით მიწვეული საქართველოს პრემიერი და ქართული მხარის უარი – მმართველი გუნდი წინაპირობას, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დროებით უნდა შეეჩერებინა, სტრატეგიული პარტნიორობისთვის შეუფერებლად მიიჩნევს; აშშ-ის ელჩის განცხადება, ვაშინგტონის გზავნილები, თბილისის პასუხი და პოლიტიკური პოზიციები
- საპროტესტო აქციები დედაქალაქის ქუჩებში, პარალიზებული საგზაო მოძრაობა და დაპირისპირება სამართალდამცველებთან – ოპოზიცია მიიჩნევს, რომ დემონსტრანტები კანონის ფარგლებში მოქმედებენ, მმართველი გუნდი კი ძალადობის მიზანმიმართულ წახალისებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ აქციების რეალური მიზანი არჩევნების გვერდის ავლით ხელისუფლების შეცვლაა
- ისრაელის ულტიმატუმი „ჰამასს“, ვითარება ღაზას სექტორში და პალესტინელთა მხარდამჭერი საპროტესტო ტალღა აშშ-ისა და სხვადასხვა ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებში – ძალის გამოყენებით დაშლილი სტუდენტური ბანაკები და ასობით დაკავებული; თურქეთის მიერ ისრაელთან შეწყვეტილი ყველა სახის ვაჭრობა და შეფასებები
- „ვია დოლოროსა“ – მაცხოვრის მიერ ჯვარცმამდე განვლილი მძიმე გზა, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული პილიგრიმები და ტრადიციული მსვლელობა გოლგოთისკენ მიმავალ გზაზე – „მოამბე“ იერუსალიმიდან