#მოამბე 21 საათზე, 3 მაისი, 2023 #LIVE

21:00, 03.05.2023
  • რუსული მედიის ცნობით, კიევმა უპილოტო საფრენი აპარატებით კრემლზე დარტყმის განხორციელება სცადა – მოსკოვი მომხდარს ტერორისტულ აქტად აფასებს და საპასუხო ზომებით იმუქრება, კიევი კი აცხადებს, რომ უკრაინა კრემლზე ღამის თავდასხმების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს
  • NDI-ის კვლევის შედეგები და შეფასებები – პოლიტიკური ძალები ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევას არ ენდობიან; მმართველი გუნდი კვლევაში არსებულ ურთიერთგამომრიცხავ შედეგებზე მიუთითებს, ოპოზიცია კი ორგანიზაციას მეთოდოლოგიას უწუნებს
  • მორიგ უთანხმოებაში მყოფი ოპოზიცია გადაჯგუფებისთვის ემზადება – „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი, თუ მოქმედი წევრები ერთმანეთს წარსულს ახსენებენ; ნიკა მელიამ შესაძლოა, ახალი პარტია შექმნას; მორიგი დაპირისპირება ოპოზიციაში და მზადება ახალი დაჯგუფებისთვის
  • ფესტივალი „ქოლგა“ 4 მაისიდან 9 მაისის ჩათვლით გაიმართება – ქართველი და უცხოელი ფოტოგრაფების ნამუშევრების გამოფენა, „ქოლგა თბილისი ფოტო 2023“-ის პროგრამა და მზადება ფესტივალის გახსნისთვის

მოამბე

მსგავსი