#მოამბე 21 საათზე, 3 ივნისი, 2024 #LIVE
- „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ძალაში ხვალიდან შედის – ოპოზიციის ნაწილი ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციას ელოდება, პრემიერი კი აცხადებს, რომ კანონის მიღებით მხოლოდ საქართველოს სუვერენიტეტმა, უსაფრთხოებამ გაიმარჯვა და პოლიტიკურ სპექტრში ამ პროცესს სხვა გამარჯვებული და დამარცხებული არ ჰყავს
- რეზონანსული კანონის დამტკიცების შემდეგ პროტესტმა ფორმა იცვალა – „ქართული ოცნების“ დეპუტატების და კანონის მხარდამჭერების, თუ მათი ოჯახის წევრების ბულინგს, დევნას, თვალთვალსა და სიცოცხლის მოსპობის მუქარას ოპოზიციის ნაწილი გამოხატვის თავისუფლებად აფასებს, ნაწილი კი ოპოზიციის მიმართ თავდასხმებზე საუბრობს; ხელისუფლება დაფინანსებული ჯგუფების სტრატეგიულ გეგმაზე მიუთითებს და პასუხს დამფინანსებლებისგან ითხოვს
- ოპოზიციური ხელმოწერები პრეზიდენტის ქარტიაზე – სალომე ზურაბიშვილის ძველი თანამებრძოლები, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა პარტიული დანაყოფი, უკვე მივიწყებული, თუ უცნობი სახეები და იდეოლოგიურად დაპირისპირებული პოლიტიკოსები პრეზიდენტის პალიტრაზე; სააკაშვილი ზურაბიშვილის ინიციატივას საერთო საარჩევნო სიის შექმნის პერსპექტივად განიხილავს, პოლიტიკურ აქტორთა მცირე ნაწილს კი ინიციატივის მიმართ კითხვები აქვს და დოკუმენტს ხელს არ აწერს; მმართველი გუნდი ოპონენტთა გაერთიანებას არჩევნებში მარცხს უწინასწარმეტყველებს
- ესპანელი და ფრანგი ფერმერების პროტესტი – ტრაქტორებით მსვლელობა საზღვრისკენ, გადაკეტილი გზატკეცილები და სატრანსპორტო ქაოსი; ქუჩაში გამოსული ფერმერები მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვენ და ევროპარლამენტის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე პოლიტიკოსებისთვის ხმის მიწვდენას ცდილობენ, ფერმერთა ნაწილი კი პროტესტს არ უერთდება