#მოამბე 21 საათზე, 3 ივნისი, 2021 #LIVE

21:00, 03.06.2021
  • შსს აცხადებს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლში აღსაზრდელთა მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე ოთხი სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობს – ვითარება პანსიონში, ომბუდსმენის აპარატის პოზიცია და პოლიტიკური სპექტრის მოთხოვნა
  • ოთხწლიანი პაუზის შემდეგ უკრაინის პრემიერი საქართველოშია – შეხვედრა ქართველ კოლეგასთან, სტრატეგიულ პარტნიორთა საერთო გეგმები და გზავნილები მოსკოვი-ბრიუსელის მიმართულებით
  • საქართველო ამერიკელ სენატორებს მასპინძლობს – აშშ-ის კანონმდებელთა ვიზიტის პირველი დღე საოკუპაციო ხაზიდან დაიწყო; შეხვედრები ქვეყნის პირველ პირებთან და მესამე სექტორთან, განხილული საკითხები და ვაშინგტონის გზავნილები
  • ისრაელის ოპოზიცია ახალი მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმდა, სადაც ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი შედის – ბენიამინ ნეთანიაჰუ ახალშექმნილ კოალიციას სახიფათოს უწოდებს და საკანონმდებლო ორგანოს მოუწოდებს, კოალიციას მხარი არ დაუჭიროს

მსგავსი