#მოამბე 21 საათზე, 3 დეკემბერი, 2020 #LIVE
• არჩევნების შედეგების დამტკიცება ხმაურის ფონზე – ოპოზიციამ საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა და ცესკო-ს სხდომა ხმაურით დატოვა; თამარ ჟვანიამ ოპოზიციის ლიდერებს საერთაშორისო საზოგადოების ანგარიშები შეახსენა; ხმაური ცესკო-ში, პოლიტიკოსთა მძიმე ბრალდებები და სიტყვიერი დაპირისპირება;
• ეპიდემიამ კიდევ ორი ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა, ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი კვლავ საგანგაშოა – ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“ 4 260 პირს დაუდგინდა, გარდაიცვალა 45 ადამიანი; ინფექციის გავრცელების ჯაჭვის გაწყვეტის მიზნით მასობრივი ტესტირება დაიწყო; ქვეყანა მკაცრი შეზღუდვების შედეგების მოლოდინშია;
• სახელმწიფო დახმარების პროგრამის ფარგლებში ბიუჯეტიდან მილიარდ 420 მილიონი ლარი დაიხარჯება – 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო, სარესტორნო ბიზნესისთვის კი სესხისა და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა ხვალიდან ამოქმედდება; ანტიკრიზისული გეგმის სამიზნე ჯგუფები, სესხებთან დაკავშირებული შეღავათები და პროცედურები კომპენსაციების მისაღებად;
• ინოვაციური სერიალი „სეანსი“, რომლის ექსკლუზიური ჩვენების უფლებაც საქართველოს პირველმა არხმა მოიპოვა, მაყურებლის ფავორიტია – განსხვავებული ჟანრი, სხვადასხვა თაობის ცნობილი მსახიობები, პერსონაჟები, საინტერესო ისტორიები და მოგზაურობა ფსიქოთერაპიის სამყაროში.