#მოამბე 21 საათზე, 3 აპრილი, 2024 #LIVE

21:00, 03.04.2024
  • მმართველი გუნდი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ხელახლა წარადგენს – ხელისუფლება ქვეყანაში გაუმჭვირვალე ფინანსების შემოდინებასა და არჩევნების მოახლოებასთან ერთად საფრთხეების ზრდაზე საუბრობს; ხელახლა ინიცირებული რეზონანსული კანონპროექტი და ოპოზიციის მწვავე რეაქცია
  • „ქართული ოცნება“ უცხოურ გავლენებთან ბრძოლის საერთაშორისო გამოცდილებაზე საუბრობს – მმართველი პარტია პოლიტიკურ პროცესებში უცხოური დონორი ორგანიზაციების და მათ მიერ დაფინანსებული ქართული არასამთავრობოების კვალს ხედავს და ოპონენტებს ბოლო თვეებში ევროკომისიასა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ინიცირებულ კანონპროექტებს ახსენებს
  • პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებას მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა – „გირჩსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის შემდგარი შეთანხმება, ინიციატივის ხმაურიანი განხილვა და ურთიერთბრალდებები
  • ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა ტაივანში – ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსები, ცხრა გარდაცვლილი და ათასამდე დაშავებული. სტიქიის ზონაში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ოპერაციები, მოსახლეობის ევაკუაცია და ბიძგებით გამოწვეული მეწყრული პროცესები

მოამბე

მსგავსი