#მოამბე 21 საათზე, 3 აპრილი, 2023 #LIVE

21:00, 03.04.2023
  • კეზერაშვილი აცხადებს, რომ ბრძოლაში საკუთარი რესურსებით მონაწილეობს, პოლიტიკურ, თუ სამოქალაქო საზოგადოების სუბიექტებსა და მედიას ეხმარება და მსურველები თავად მიმართავენ – მმართველი პარტია ყოფილ მაღალჩინოსანს წაგებული ომით გამდიდრებასა და ჯარისთვის მოპარული ფულით რადიკალების დაფინანსებაში ადანაშაულებს
  • ოპოზიციის ნაწილი ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისისთვის პატიმრობის შეფარდებას აპროტესტებს, ნაწილისთვის კი „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა მიუღებელია – მმართველი გუნდი აქციების უკან მდგომ პოლიტიკოსთა უპასუხისმგებლობაზე საუბრობს და გამოძიებას ძალადობის ორგანიზატორთა გამოვლენას სთხოვს
  • თურქეთის პრეზიდენტის მკაცრი კრიტიკა და გზავნილი აშშ-ის ელჩს – რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამერიკელ დიპლომატს უფლებამოსილების ფარგლებზე მიუთითებს და აცხადებს, რომ ჯეფრი ფლეიკისთვის პრეზიდენტის კარი დახურულია, აშშ-ს კი მოახლოებულ არჩევნებზე გაკვეთილს ასწავლის
  • სააღდგომო გამოფენა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში – ქართული მატერიალური კულტურის ძეგლი – ოქრომკედით ქარგულობა, უნიკალური საეკლესიო ნიმუშები და ნაკეთობები საკუთარი ისტორიით

მოამბე

მსგავსი