#მოამბე 21 საათზე, 3 აგვისტო, 2022 #LIVE
🔴 საკანონმდებლო ორგანოში ხვალ შეიქმნება კიდევ ორი სამუშაო ფორმატი, სადაც ევროკომისიის მეორე და მეოთხე რეკომენდაციებზე იმუშავებენ;
🔴 დაძაბულობა აშშ-ჩინეთს შორის – ვიზიტი, რომელმაც აშშ-სა და ჩინეთის ურთიერთობებში დაძაბულობა გაზარდა, დასრულებულია;
🔴 ეროვნულმა ბანკმა დღეს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად 11 პროცენტზე დატოვა;
🔴 30 წელი საქართველო-იაპონიის დიპლომატიური ურთიერთობიდან – ინტერვიუ იაპონიის ელჩთან;
🔴 გაუმჯობესდება თუ არა ქართული თხილის საექსპორტო მაჩვენებელი მიმდინარე წელს;
🔴 ქართული კინოსა და თეატრის ცოცხალი ლეგენდა თენგიზ არჩვაძე დღეს 90 წლის გახდა.

მოამბე