#მოამბე 21 საათზე, 29 თებერვალი, 2024 #LIVE
- სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა ევროპარლამენტის კიდევ ერთ რეზოლუციაში – ანა ფოტიგას ავტორობით შესული შესწორება პრეზიდენტ ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს; ოპოზიციის ნაწილი მოთხოვნას მიესალმება, მმართველი გუნდი კი ჩანაწერს პროვოკაციას უწოდებს და ევროკავშირს ცალკეული დეპუტატების განცხადებებისგან გამიჯვნას სთხოვს
- მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში – ორი მთავარი კანდიდატის დაგეგმილი ვიზიტები მექსიკის საზღვართან, გზავნილები საიმიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით, პრაიმერების შედეგები და ქვეყანა ე.წ. სუპერ სამშაბათის მოლოდინში
- ტყის პირველი ეროვნული აღრიცხვა საქართველოში – ტყის მასის დეგრადაციის მიზეზები, ზოგადი მდგომარეობა ქვეყნის მასშტაბით და კვლევის საფუძველზე შექმნილი სამოქმედო რუკა
- ასტორ პიაცოლას მუსიკის საღამო კონსერვატორიის დიდ დარბაზში – მსოფლიოში აღიარებული მეოცე საუკუნის ტანგო და არგენტინელი კომპოზიტორის სხვა ნაწარმოებები საქართველოს სინფონიეტას შესრულებით