#მოამბე 21 საათზე, 29 სექტემბერი, 2023 #LIVE
- 2024 წლიდან ბიუჯეტი და პენსიები იზრდება – ახალი სოციალური პაკეტები, გაზრდილი პენსიები და ასეულობით მილიონი ლარით მეტი სამინისტროებს; ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პირველადი ვერსია და პრიორიტეტები
- სუს-ში მიმდინარე გამოკითხვები შესაძლო დესტაბილიზაციის და არეულობის მოწყობასთან დაკავშირებით – გამოძიება უწყების მიერ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, უცხოეთის სამი მოქალაქე გამოსაკითხ პირთა შორის და პოლიტიკური შეფასებები
- ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ „გამარჯვების პლატფორმის“ საარჩევნო კამპანიას გიორგი ვაშაძე უხელმძღვანელებს, მიხეილ სააკაშვილი კი პარტიას „ვივამედის“ პალატიდან მორიგ მითითებებს უგზავნის – „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა, ახალი სტრატეგია ძველი სახეებით და პოლიტიკური სპექტრის შეფასებები
- საქართველო World Travel Awards-ის ევროპის დაჯილდოების ცერემონიას მასპინძლობს – ტურიზმის „ოსკარი“ ბათუმში, ტურიზმის მთავარი მოთამაშეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და გრანდიოზული გალაკონცერტი