#მოამბე 21 საათზე, 29 სექტემბერი, 2021 #LIVE
- საქართველოს პრემიერი აზერბაიჯანში და გაფორმებული მემორანდუმები ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შესახებ – ქართული დელეგაცია ქვეყანაში ექვსი ახალი დოკუმენტით ბრუნდება
- ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხს საფრთხე არ ემუქრება – გავრცელებული ინფორმაცია ყალბი, ქვეყანაში შექმნილი აჟიოტაჟი კი უსაფუძვლო აღმოჩნდა; გერმანიის პრეზიდენტის განცხადება და პოლიტიკოსთა შეფასებები
- NDI და IRI არჩევნებში მონაწილე მხარეებს კანონის პატივისცემისკენ მოუწოდებენ – საერთაშორისო დამკვირვებელთა გზავნილებს პოლიტიკური ძალები განსხვავებულად აღიქვამენ
- ვაქცინაციის უკიდურესად შემცირებული ტემპი და შემაშფოთებელი პროგნოზები – მოქალაქეთა გააქტიურების მიზნით, მთავრობა რამდენიმე მექანიზმის ამუშავებას გეგმავს; დაბალი მიმართვიანობის შენარჩუნების შემთხვევაში, სპეციალისტები უმძიმეს მეხუთე ტალღას პროგნოზირებენ