#მოამბე 21 საათზე, 29 სექტემბერი, 2020 #LIVE
• პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში და გზავნილები ევროპიდან – ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი უწოდა; ქვეყანა ევროკომისიისგან 129 მილიონი ევროს დახმარებას მიიღებს; მაღალი დონის შეხვედრები ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, დეტალები, განცხადებები და პოლიტიკური შეფასებები
• საომარი მოქმედებები მთიან ყარაბაღში და მსოფლიო ლიდერთა გზავნილები ბაქოსა და ერევანს – მთიან ყარაბაღში ვითარება დღითიდღე იძაბება; მხარეები ცეცხლს არ წყვეტენ, იზრდება მსხვერპლის რაოდენობა; საერთაშორისო საზოგადოება სომხეთსა და აზერბაიჯანს მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს
• 314 ახალი შემთხვევა და გარდაცვალების ოთხი ფაქტი ბოლო დღე-ღამის განმავლობაში – აჭარა კვლავ ეპიდაფეთქების ეპიცენტრშია; შემაშფოთებელი სტატისტიკა და ქვეყნის მთავარ ინფექციონისტთა შეფასებები
• ძველი და ახალი სახეებით დაკომპლექტებული 30-კაციანი სია, რომლითაც „ევროპული საქართველო“ საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება – ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა გარშემო გაერთიანებული გუნდი წარსულის წარსულში დატოვებას და „ვარდების რევოლუციის“ საფუძველზე ახალი მომავლის შექმნას აანონსებს