#მოამბე 21 საათზე, 29 ოქტომბერი, 2024 #LIVE
- ვიქტორ ორბანის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში – უნგრეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ქართველ კოლეგასთან, ერთობლივი პრესკონფერენცია და მხარდამჭერი გზავნილები საქართველოს
- ქვეყნის მთავარ გამზირზე განვითარებული პროცესების ანატომია, უცვლელი აქტორები და შეცვლილი ადრესატი – ოპოზიცია, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებზეც გაყალბებასა და რუსეთისკენ სვლაზე აპელირებდა, გზავნილებს უცვლელად ტოვებს, მხოლოდ ამჯერად, ყოფილი ადრესატის, პრეზიდენტის ლიდერობით
- ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნების გაყალბების სქემის გაშიფვრაზე მუშაობს და ბრალდებებს აფართოებს, თუმცა კვლავ მტკიცებულებების გარეშე – მმართველი გუნდი ქართულ დემოკრატიაზე მიტანილ დეზინფორმაციულ შტურმზე საუბრობს და ოპონენტებისგან მტკიცებულებების წარმოდგენას ითხოვს
- უცხოელ აქტორთა ნაწილი სუვერენულ ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს და სათანადო ორგანოზე შესაჯერებლად კონსულტაციებს მართავს – შედეგების არ აღიარების მიმდინარე კამპანიას „ქართული ოცნება“ დაუმორჩილებელი ხელისუფლების თავიდან მოშორების მცდელობას უწოდებს; დასავლური არჩევნების ანატომია და მსოფლიოში უპრეცედენტო მოთხოვნები