#მოამბე 21 საათზე, 29 ნოემბერი, 2023 #LIVE
- ახალი რეკომენდაციების შესრულების დეტალიზებული და კომპლექსურად სამოქმედო გეგმა – მმართველი გუნდი აცხადებს, რომ თუ ოპოზიციის ნაწილი ახალი საშინაო დავალების შესრულების პროცესში მონაწილეობაზეც უარს იტყვის, ცხრა რეკომენდაცია ასევე შესრულდება
- ალექსეი არესტოვიჩის სკანდალური განცხადება დასავლეთის წინააღმდეგ – უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი მრჩეველი დასავლეთს უკრაინის მიტოვებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ უკრაინა გადააგდეს
- ღრმა კრიზისი „ნაციონალურ მოძრაობაში“, ლევან ხაბეიშვილის დათმობა და პარტიის პოლიტიკური რეანიმაციის უშედეგო მცდელობა – პოლიტსაბჭოში ძველი სახეების დაბრუნების და კარის ყველასთვის გახსნის მიუხედავად, მოქმედი თავმჯდომარის გადადგომას ახლა უკვე პარტიის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეებიც ითხოვენ
- ბრიტანეთის მუზეუმში დაცული ანტიკური ხანის სკულპტურები ათენსა და ლონდონს შორის პოლიტიკური უთანხმოების მიზეზი ხდება – პართენონის ქანდაკებების საბერძნეთში დაბრუნების უშედეგო მოთხოვნა, დიპლომატიურ სკანდალში გადაზრდილი დავა და რიში სუნაკის მიერ ჩაშლილი შეხვედრა ბერძენ კოლეგასთან; დეტალები „მოამბეში“