#მოამბე 21 საათზე, 29 მარტი, 2024 #LIVE

21:00, 29.03.2024
  • სასწრაფო დახმარების სამსახურის სამი ყოფილი თანამშრომლის დაკავება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე – კორუფციული გარიგება სოლიდური ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ და პაციენტთა გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია სს „ვიანისადმი” დაქვემდებარებულ კლინიკებში; დანაშაულებრივი სქემა, ფიგურანტები და რეზონანსული საქმის დეტალები
  • სტრასბურგიდან მიღებული უარის შემდეგ ნიკა გვარამია გამამტყუნებელ განაჩენს ახლა უკვე გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტში გაასაჩივრებს, საიდანაც ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების უგულებელყოფას ელის – პოლიტიკაში დაბრუნებულ გვარამიას კოლეგების ნაწილი სტრატეგიას უწუნებს, მმართველი გუნდისთვის კი ქართული სასამართლოს მიმართ უნდობლობა და ამჯერად, ევროპულ სასამართლოზე თავდასხმა მიუღებელია
  • რუსეთის საოკუპაციო ძალების კიდევ ერთი მასიური სარაკეტო შეტევა უკრაინის წინააღმდეგ – აფეთქებები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, სამიზნედ ქცეული ენერგეტიკული ობიექტები და დაბომბილი ინფრასტრუქტურა. კიევი ფრონტზე შექმნილ ვითარებას აფასებს, კრემლიდან ახალი შეტევის საფრთხეზე საუბრობს და დასავლეთს სამხედრო-ფინანსურ დახმარებას სთხოვს
  • საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ისტორიული გამარჯვება და მზადება ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობისთვის – ეროვნული ნაკრების მეტოქეები „ევრო 2024“-ის ჯგუფურ ეტაპზე, რომელთა შორის ევროპის ჩემპიონი პორტუგალიის გუნდია, ივნისში გასამართი თამაშები გერმანიის სამ ქალაქში და რთული გზა მერვედფინალში გადასასვლელად

მოამბე

მსგავსი