#მოამბე 21 საათზე, 29 მაისი, 2024 #LIVE
- ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობაზე საბოლოო წინადადება ჩინურმა კონსორციუმმა წარადგინა, რომელიც გამარჯვებულად უახლოეს დღეებში გამოცხადდება – ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენებული პორტის 51%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა და ობიექტის განვითარება-მართვაში სახელმწიფო კომპანია ჩაერთვება; მასშტაბური პროექტის მოსალოდნელი შედეგები, ეკონომისტთა პროგნოზები და პოლიტიკური შეფასებები
- რეფერენდუმის ჩატარების შესახებ პრეზიდენტის ინიციატივა და პოლიტიკურ აქტორთა პოზიციები – მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე რეფერენდუმი ვერ ჩატარდება, ხოლო დასავლური კურსის შესახებ კონსტიტუციის ჩანაწერის კითხვის ქვეშ დაყენება არასერიოზულია და ინიციატივას პრემიერის თანახელმოწერა არ ექნება. სალომე ზურაბიშვილის წინადადებით დაბნეული ოპოზიცია მოკავშირეს იდეას უწუნებს
- პრეზიდენტის და ოპოზიციის გეგმები – დასავლელი პარტნიორების დახმარების დაპირებით საარჩევნო მარათონში ჩართული პრეზიდენტი ხმების დაცვაზე საუბრობს და პირდაპირ მიანიშნებს, რომ ელექტრონული წესით ჩატარებული არჩევნების ობიექტურობა შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ხელისუფლება გასული საპარლამენტო არჩევნების მოდელის განმეორების ნიშნებზე საუბრობს და აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული, პარალელური დათვლის გაყალბებული შედეგების მსგავსად, მესამე სექტორის ასევე გაყალბებული საარჩევნო დასკვნა რადიკალური მიზნებისთვის იქნას გამოყენებული
- განსხვავებული პოზიციები დასავლური შეიარაღების რუსეთში გამოყენებაზე, მხარეთა პოზიციები და კრემლის მუქარა – საფრანგეთის და გერმანიის ლიდერები მიიჩნევენ, რომ უკრაინას რუსეთის შიდა ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე დარტყმის საშუალება უნდა მიეცეს, რასაც ნატოც ეთანხმება, აშშკი პოზიციას არ ცვლის და აცხადებს, რომ კიევმა ამერიკული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე შეტევისთვის არ უნდა გამოიყენოს და ვაშინგტონიდან წახალისება არ იქნება.