#მოამბე 21 საათზე, 29 მაისი, 2023 #LIVE

21:00, 29.05.2023
  • პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების გამო ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყანა წუხს – თბილისში წარმოდგენილი ევროპელი დიპლომატების შეხვედრა ვიცე-პრემიერთან, ჰერჩინსკის გზავნილი და მმართველი გუნდის პასუხი
  • არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებული რეჯეფ თაიფ ერდოღანი საპრეზიდენტო მანდატს მომდევნო ხუთი წლით ჩაიბარებს – თურქეთის პირველი პირი აცხადებს, რომ არჩევნებში ქვეყნის 85 მილიონმა მოქალაქემ გაიმარჯვა, „ტერორისტულმა ორგანიზაციებმა“ კი წააგეს
  • „ქართული ოცნება“ 26 მაისის ღონისძიებაზე მიღებული კრიტიკის გამო სალომე ზურაბიშვილთან დებატში შესვლას არ აპირებს – განაწყენებული პრეზიდენტის პოზიცია, პრეზიდენტზე განაწყენებული ამომრჩეველი და კმაყოფილი ოპოზიცია
  • ქართული ხორბლის ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით ფქვილის იმპორტი დროებით დაიბეგრება – სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობის გადაწყვეტილება ხორბლისა და ფქვილის იმპორტიორებს თანაბარ კონკურენტულ გარემოს უქმნის და საიმპორტო გადასახადის დაწესება პურს არ გააძვირებს

მოამბე

მსგავსი